ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმოსკრინინგი დღეს 571 პირს ჩაუტარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში თერმოსკრინინგი დღეს ჯამში 571 პირს ჩაუტარდა.
როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რამდენიმე ადამიანს ტემპერატურის უმნიშვნელო მატება დაუფიქსირდა და მათზე ექიმები კონტროლს განახორციელებენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, თერმოსრკინინგით 8362 ადამიანი შემოწმდა, საიდანაც საერთო ჯამში საყურადღებო 25 მოქალაქის მდგომარეობა აღმოჩნდა.