ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ცხადია, ჯერ არ დასრულებულა
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ცხადია, ჯერ არ დასრულებულა

ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ცხადია ჯერ არ დასრულებულა, რადგან ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის 100 წლის იუბილეს ზეიმობს ქვეყანა.

„ჩვენ გვინდა, ვიაროთ მომავლისაკენ, იმ საერთო ერთიანი ევროპული დემოკრატიული მომავლისკენ, სადაც ჩვენს სახელმწიფოში ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის განურჩევლად, უფლებები იქნება დაცული, ჩვენ ვიქნებით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რაც არის ჩვენი ისტორიული ნაწილი“, – განაცხდა ქეთევან ციხელაშვილმა.