ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, თითოეული მოქალაქე, განურჩევლად რელიგიური წარმომავლობისა, თანასწორი იყოს
ვფიქრობ, დღეს ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად ეფუძნება იმ ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც თბილისში, სურბ გევორქის ტაძარში იმყოფებოდა.
„ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა ჩვენს საერთო სამშობლოში იყოს თანასწორი შესაძლებლობებით, სრულად რეალიზებული, მაქსიმალურდა ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში. ვფიქრობ, დღეს ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად ეფუძნება იმ ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.
შობის დღესასწაულს დღეს, 6 იანვარს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყო, მოგვიანებით კი წყალ-კურთხევის წესი შესრულდება. სასულიერო პირი, რომელიც წირვას აღავლენს, წყალში წმიდა მირონს აწვეთებს და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, მორწუმენეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.