ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ჩეტკიძეების უბანში ცეცხლი ნახევრად კაპიტალურ სახლს მოედო. საცხოვრებლის მეორე სართული მთლიანად ხისგან იყო აგებული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დიასამიძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ამჟამად დაზარალებულებმა თავი ნათესავებს შეაფარეს. ქედის მერია ოჯახისადმი დახმარების გაწევის თხოვნით აპირებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს.
საწყის ეტაპზე დიასამიძეებს ქედის გამგეობა საცხოვრებელს დაუქირავებს.