ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ტურისტული მარშრუტით მიმავალი მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი პირი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება.