ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს ქედასა და ქობულეთშიც.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე აირჩიეს, ქობულეთის საკრებულოს კი, დავით მჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ორივე მათგანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
საერთო ჯამში, დღეს აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს თავმჯდომარეები ხუთ მუნიციპალიტეტში აირჩიეს. ხუთივე მათგანში უმრავლესობა აქვს „ქართული ოცნებას“. გამონაკლისია ბათუმი, სადაც დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.