ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს სხვა მღვდელმსახურებთან ერთად.
მეუფე შიომ მრევლს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე მიულოცა და აღნიშნული სიმტკიცის დაცვისკენ მოუწოდა.
სადღესასწაულო წირვის დასრულებისას მოძღვრები მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავენ, რის შემდეგაც შეკრებილი მრევლი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებს.