ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ორ სახეობაში ჰყავს მონაწილე.
უკვე დასრულდა ასპარეზობა სპორტულ ცეკვებში, რომელშიც საქართველოს სახელით მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი გამოდიოდა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართულმა დუეტმა მე-11 ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც, გაცილებით უკეთ შეასრულა თავისუფალი პროგრამა და მე-8 შედეგი აჩვენა.
საბოლოოდ, კაზაკოვასა და რევიას წყვილმა 136.757 ქულა დააგროვა, რამაც მათ მეცხრე ადგილი მოუტანა. ეს შედეგი წარმატებად უნდა იყოს მიჩნეული.
10 მარტს, კაცებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებს ირაკლი მაისურაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ, მას 68.31 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება.