მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ყინულზე მოცეკვავე წყვილებმა თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონების, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ჯამში 175,82 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მერვე ადგილზე გავიდა.

ჩვენმა წყვილმა უფროსთა კატეგორიის საუკეთესო ათეულში მერვე შედეგით ადგილი პირველად დაიმკვიდრა.

ამ შედეგით საქართველომ უფლება მოიპოვა, მომდევნო წელს ცეკვებში ორი წყვილით წარსდგეს.