ქართველ და ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა აფეთქების ზემოქმედებისგან მიწისქვეშა სტრუქტურების დაცვის სისტემა შეიმუშავეს [ვიდეო]
საქართველოს გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მკვლევარებმა წარმოადგინეს აფეთქების ზემოქმედებისგან მიწისქვეშა სტრუქტურების დაცვის სისტემა, რომელიც მათ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შეიმუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პროგრამის „ტვიტერის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სისტემა ნატო-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს.
აღნიშნული სისტემა დახურულ სივრცეში აფეთქებების შედეგად გამოწვეულ ზიანს შეამცირებს. ვებპორტალ Youtube-ზე ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე ქართველ და ამერიკელ მკვლევართა ჯგუფის მიერ შემუშავებული სისტემის მოქმედების ამსახველი ვიდეორგოლიც გამოქვეყნდა.