ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე ვაკის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს.
სამების საკათედრო ტაძარში მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რუსთაველის, სახელმწიფო და კიდევ რამდენიმე სხვა პრემიის ლაურეატი არაერთი პოეტური კრებულის ავტორია, რომელიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მის პიესებს სხვადასხვა თეატრში დგამდნენ რეჟისორები: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები.
თამაზ ჭილაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ჟურნალს, იყო მწერალთა კავშირის მდივანი.