87 წლის ასაკში ქართველი კლასიკოსი მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა
87 წლის ასაკში ქართველი კლასიკოსი მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.

რუსთაველის, სახელმწიფო და კიდევ რამდენიმე სხვა პრემიის ლაურეატი არაერთი პოეტური კრებულის ავტორია, რომელიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

მის პიესებს სხვადასხვა თეატრში დგამდნენ რეჟისორები: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები.

თამაზ ჭილაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვადასვხა ჟურნალს, იყო მწერალთა კავშირის მდივანი.