ქართველი ავტორები Berlinisi-ს ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას
რვა ქართველი ავტორი: ზურა აბაშიძე, თორნიკე ჭელიძე, ნინი ელიაშვილი, ნიკა ლაშხია, ქეთევან მეფარიძე, თაკო ფოლადაშვილი, გიორგი შონია და ანინა ტეფნაძე რვა გერმანელ მწერალთან ერთად Berlinisi-ს ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალი ბერლინში დღეს იხსნება და ორ სექტემბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები
პროექტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და Lettertage-ს თანამშრომლობით ხორციელდება.