ქართველმა ჩოგბურთელები, ეკატერინე გორგოძე და სოფო შაფათავა, თურქეთის ქალაქ ანტალიაში 15-ათასიან ტურნირში ჩაებნენ. ისინი პირველ და მეორე ნომრებად არიან განთესილნი და, შესაბამისად, ფავორიტებად მიიჩნევიან.
ქართველებს წარმატებული სტარტი გამოუვიდათ. გორგოძემ რუმინელი ოანა გავრილა 4:6, 7:6(4), 7:6(5) დაამარცხა და მერვედფინალში რუს ანა უკოლოვას შეხვდება. შაფათავამ კი უკვე ორი მატჩის მოგება მოასწრო: ჯერ სერბი ნევენა სოკოვიჩი გაანადგურა – 6:0, 6:0, შემდეგ კი ევგენია ბურდინას მოუგო ორ სეტში – 6:3, 7:6(10), რითაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
გორგოძე და შაფათავა წყვილებშიც ასპარეზობენ. გორგოძემ და თურქმა აზრა დენიზ ჩომლექმა 6:1, 6:4 მოუგეს შვეიცარიელ ტამარა რასინე-ბოშამპსა და თურქ ილაი ქორუქს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ამ ეტაპზე, პირდაპირ არის დაშვებული შაფათავასა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დუეტი.