ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხალხური ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხალხური ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტით Welcome to Georgia გაგრძელდა.

საღამო „ნიუსტუდიის“ დოკუმენტური ფილმების ჩვენებით გაიხსნა, სადაც ასახულია მუზეუმის შექმნისა და მასში დაცული ნამუშევრების ისტორია. ფილმში მაყურებელს გიდობას თავად მუზეუმის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე უწევს.

ფილმის ჩვენების შემდეგ სცენაზე გამოვლენ ანსამბლები: „სუხიშვილები“, „შვიდკაცა“, „რუსთავი“, „ქართული ხმები“, შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. საღამოს ესწრებიან უცხოეთიდან მოწვეული გალერისტები და კოლექციონერები, უცხოელი დიპლომატები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.

უცხოელი სტუმრებისთვის ასევე დაგეგმილია ექსკურსიები საქართველოს რეგიონებში, რათა მათ უკეთ გაიცნონ საქართველოს ისტორია და კულტურა.