„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ, სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის ინფორმაციით, ხუთი მოქალაქე სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო ერთი ხულიგნობისთვის დააკავეს.

„დაკავებულია ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული წესით. ხუთი ადამიანი დაკავებულია ასკ-ის 173-ე მუხლით, ერთი კი დაკავდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ბოლო დაკავებული ილანძღებოდა, იგინებოდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგადაც დაკავდა“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.