„ქართული მარშის“ აქციის მონაწილემ პირველი არხის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარის შემცველი ტექსტებით მიმართა [ვიდეო]
„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ნემსაძემ პირველი არხის ჟურნალისტს, ლიკა ალელიშვილს მუშაობაში ხელი შეუშალა.
ნემსაძემ აქციის გასაშუქებლად რუსთაველის გამზირზე მყოფ ლიკა ალელიშვილს პირდაპირი ჩართვისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარის შემცველი ტექსტებით მიმართა.
იგივე გაგრძელდა პირველი არხის ფეისბუქლაივის დროსაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ განცხადებები აქციაზეც გაისმა.