ქართული ფილმი „სამი საფეხური“ ორი გერმანული ფესტივალის გამარჯვებულია
რეჟისორ იოსებ ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი საფეხური“ ორი გერმანული ფესტივალის გამარჯვებულია.
ბერლინში გამართულ InterFilm – 33rd International Short Film Festival-ზე ფილმი ჟიურის რჩეული გახდა და სპეციალური აღნიშვნაც დაიმსახურა. პარალელურად, Exground International Short Film Festival-ზე, რომელიც ვისბადენში ჩატარდა, ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის ჯილდო მიიღო.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი საფეხური“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი პროექტია, რომელიც 13 წლის მარიამის შესახებ მოგვითხრობს. მარიამი სიღარიბესთან ერთად უმკლავდება გარდატეხის ასაკს და მუდმივ შიშს, რომ მამამისი მას ფულის გამო უღალატებს.
ფილმის პრემიერა 2017 წლის იანვარში, International Film Festival Rotterdam-ზე შედგა. ქართველი მაყურებელი კი მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სახელწოდებით „სამი საფეხური“, რამდენიმე დღეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქართული პანორამა“ იხილავს.