ლევან აკინის ფილმს - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა
ლევან აკინის ფილმს - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა

რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედურ კოპროდუქციას – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.