ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა
ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობითვე, ფილმი „დასაწყისი“ კინოფესტივალზე ასევე დაჯილდოვდა კიდევ სამ ნომინაციაში.

კერძოდ, ფილმისთვის „დასაწყისი“ დაჯილდოვდნენ:

დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი;
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი;
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი.

„აღსანიშნავია, რომ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს ნიჟარა“ საუკეთესო ფილმისთვის ასევე წილად ხვდა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“.

ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას!“ – აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ქართულ-ფრანგული ფილმის წარმატების შესახებ ინფორმაცია სან სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.