„ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ შარშან 84.2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა
„ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ შარშან 84.2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ეს 102 ათასი კილოვატ საათით მეტია 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე.
„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში ალტერნატიული ენერგიის მიმართულებით პირველი პროექტია. მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.