ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2017 წელს 87 800 000 კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა
ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ 2017 წლის განმავლობაში გამომუშავებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 87 800 000 კილოვატ-საათი შეადგინა, რითაც თითქმის საპროექტო სიმძლავრეზე გასვლა შეძლო.
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ცნობით, ქარის სადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს, ხოლო გამომუშავებული 88 მლნ კვტ.სთ ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება თავდაპირველ გეგმაზე (86.2 მლნ კვტ.სთ) მაღალი აღმოჩნდა, თუმცა 2017 წლის ელექტროენერგიის ბალანსის განახლებულ ანგარიშში ნავარაუდევ 89.9 მილიონს ვერ მიაღწია.
როგორც ცნობილია, მთავრობა ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს, რაც სავარაუდოდ შემოდგომაზე მოხდება.