ქარიშხალ „მაიკლის“ გამო, ფლორიდიდან 370 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ქარიშხალ „მაიკლის“ გამო, ფლორიდიდან 370 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ქარიშხალი „მაიკლი“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა. სტიქია აშშ-ის ტერიტორიას დღეს მიაღწევს. ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს. მთავრობამ 370 000 ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ფლორიდაში, ალაბამასა და ჯორჯიის შტატებში. სინოპტიკოსების ცნობით, ალაბამაში მოსალოდნელია ტორნადოც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ადგილობრივი და ფედერალური მთავრობა სტიქიის დასახვედრად მზადაა.

მანამდე ქარიშხალი ცენტრალურ ამერიკას დაატყდა თავს. ჰონდურასსა და სალვადორში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა.