ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ სოფელ ბრეძის გზაზე მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად, ცხრა წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა ავტომანქანაში მსხდომი სამი მგზავრი. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაუწია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.