ნიონში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ჩემპიონის, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკეს“ მეტოქეები გაირკვა.
„ნიკე“ მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები, მასპინძელი სლოვენიის „პომურიე ბელტინჩი“, შოტლანდიურ „ჰიბერნიან ლეიდიზი“ და უელსის „კარდიფ მეტი“ იქნებიან. ჯგუფური ეტაპის მატჩებს 7-13 აგვისტოს სლოვენია უმასპინძლებს.
„ჩემპიონთა ლიგის“ მნიშვნელობა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის გასაგებია, ვინც ფეხბურთში ერკვევა. ეს ქვეყნის ჩემპიონატის შემდეგ ის საფეხურია, რისთვისაც თითოეული ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს, იბრძოდეს და ენერგიას არ ზოგავდეს. მნიშვნელოვანი მოვლებაა „ნიკესათვის“, რადგან კლუბი ერთი წლის არის და ევრო ასპარეზზე კარგი ისტორიით გვინდა დაწყება. შიდა ჩემპიონატში წაუგებელი სერიით ვასპარეზობთ და უეფას ამ საკლუბო ტურნირის კარგი შედეგით დასრულება გვსურს, რთული იქნება მაგრამ ძალას არ დავიშურებთ“ – ამბობს „ნიკეს“ მოთამაშე-მწვრთნელი ნინო პასიკაშვილი. .
2019-2020 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი უეფა-ს წევრი ქვეყნების რეკორდულმა რაოდენობამ, 50 ქვეყნის 62 გუნდმა გამოთქვა. მამაკაცთა შორის უეფა-ს საკლუბო ტურნირებისგან განსხვავებით, ქალთა ჩემპიონთა ლიგა ძირითად ბადემდე ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპს ატარებს. „ნიკემდე“, ორი წელი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ორგზის ჩემპიონი „მართვემ“ წარმოადგენდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.