ქალაქ ნიურნბერგში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი
გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში გვიან ღამით გაჩნდა.
ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს კერძო სახლის პირველი სართული მთლიანად ცეცხლმოკიდებლი დახვდა.
ოთხმა ადამიანმა სახლიდან თავის დაღწევა შეძლო, ისინი საავადმყოფოში არიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრეების თქმით, სახლის მეორე სართულზე მყოფი ჩვილი, ასევე 4, 5, 7 წლის ბავშვები და 34 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლნენ.
ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.