გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა 10-მდე წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს
გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა 10-მდე წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გამართული სათამაშოების გამოფენაზე Spielwarenmesse 2018 ქართულმა კომპანიებმა 10-მდე წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს დამკვეთებთან.

სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, გამოფენაში სამი ქართული კომპანია: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“  მონაწილეობდა, რომელთაც გამოფენის მეორე დღეს პოტენციურ დამკვეთებთან 50-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გამართეას.

სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე – “Spielwarenmesse 2018” მონაწილეობის მიზანს ქართულ კომპანიების ხელშეწყობა წარმოადგენდა, რათა დაემყარებინათ წარმატებული ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაცნობოდნენ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.