გერმანიაში, რკინიგზასთან ხანძრისას 40-მდე ადამიანი დაშავდა
გერმანიაში, რკინიგზასთან ხანძრისას 40-მდე ადამიანი დაშავდა

გერმანიის ქალაქ ზიგბურგში ხანძრის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. ექვს მათგანს ძლიერი დამწვრობა აღენიშნება. სამართალდამცველების განცხადებით, ცეცხლი სავარაუდოდ რკინიგზაზე, მატარებლის გავლისას, გაბნეულმა ნაპერკლებმა გააჩინა.

ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერი სიცხისგან ადვილად აალებადმა ნიადაგმა შეუწყო. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო. სტიქიამ რამდენიმე შენობა გადაწვა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.