ქალაქ ღაზაში ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა
ქალაქ ღაზაში ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა.

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად შატის ლტოლვილთა ბანაკში 24 ადამიანი დაიღუპა,18 ადამიანი კი – ტუპაჰის უბანში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის სამიზნე საცხოვრებელი რაიონი გახდა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა.

ისრაელის მედია წერს, რომ ღაზაში დარტყმის სამიზნე იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური – რაად საადი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიბომბა კარვების განთავსების ადგილი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებოდნენ. თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.

„ჰამასთან“ დაკავშირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში არაბულ ანკლავში 101 ადამიანი დაიღუპა, 169 კი დაშავდა.

8 ივნისის შემდეგ ეს დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაშინ „ჰამასის“ოთხი მძევლის გათავისუფლების ოპერაციას, სულ მცირე, 274 ადამიანი ემსხვერპლა.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებსნ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 37 551 ადამიანი დაიღუპა, 85 911 კი დაშავდა.