ირანის სულიერი ლიდერი – ისრაელის კრიმინალებმა უნდა იცოდნენ, ძალიან პატარები არიან, რომ „ჰეზბოლას“ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ, რეგიონში ყველა მათ გვერდში დგას
Iran's Supreme Leader Ayatollah Ali Khamenei speaks during a meeting with the families of the Islamic Revolutionary Guard Corps in Tehran, Iran May 19, 2024. Office of the Iranian Supreme Leader/WANA (West Asia News Agency)/Handout via REUTERS/ File Photo
ლიბანში განვითარებულ მოვლენებს ირანის სულიერი ლიდერი, აითოლა ალი ჰამენეი გამოეხმაურა.
ალი ჰამენეის განცხადებაში „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა არ უხსენებია.
„ისრაელის კრიმინალებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალიან პატარები არიან, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ლიბანში „ჰეზბოლას“ სიმაგრეებს, რეგიონში წინააღმდეგობის ყველა ძალა მხარს უჭერს და დგას „ჰეზბოლას“ გვერდით“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.