ირანის სულიერი ლიდერი - ისრაელის კრიმინალებმა უნდა იცოდნენ, ძალიან პატარები არიან, რომ „ჰეზბოლას“ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ, რეგიონში ყველა მათ გვერდში დგას
ლიბანში განვითარებულ მოვლენებს ირანის სულიერი ლიდერი, აითოლა ალი ჰამენეი გამოეხმაურა.
ალი ჰამენეის განცხადებაში „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა არ უხსენებია.
„ისრაელის კრიმინალებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალიან პატარები არიან, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ლიბანში „ჰეზბოლას“ სიმაგრეებს, რეგიონში წინააღმდეგობის ყველა ძალა მხარს უჭერს და დგას „ჰეზბოლას“ გვერდით“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.