ქალაქ გდანსკის მერის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ვარშავაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ვარშავაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მდუმარე მიტინგის მონაწილეებმა სიძულვილი და ძალადობა დაგმეს. აქცია პოლონეთის დედაქალაქის მერის რადალ ტშასკოვსკის მიერ იყო ორგანიზებული. მან სიძულვილის წინააღმდეგ მიტინგი ჯერ კიდევ მანამდე დაგეგმა, ვიდრე გდანსკის მერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა. პაველ ადამოვიჩის მკვლელობის გამო ვარშავაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
გდანსკის მერის პაველ ადამოვიჩის ხსნოვნისადმი პატივსაცემად აქციები გაიმართა პოლონეთის სხვა ქალაქებშიც.
53 წლის პაველ ადამოვიჩი სცენაზე ასობით ადამიანის თვალწინ გუშინ საღამოს დაჭრეს. თავდამსხმელი ყვიროდა, რომ წინა მთავრობის დროს ციხეში უკანონოდ ჩასვეს და აწამეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამოვიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა პოლიტიკოსის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავდამსხმელი, კრიმინალური წარსულის მქონე 27 წლის მამაკაცი დაკავებულია.
პაველ ადამოვიჩი ქალაქ გდანსკის მერად 1998 წლის შემდეგ მუშაობდა. ქალაქის მერი საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც ბავშვთა საავადმყოფოებისთვის რამდენიმე მილიონი ევრო შეგროვდა.