ქალაქ ანტვერპენში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებულია 14 ადამიანი. მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო ხუთის – მძიმე.
გავრცელებული ცნობით, აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა გამოიწვია.