ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველები წარმატებით ასპარეზობენ #1TVSPORT
პეტროვაცში მინდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის მე-10 ტურში მერი არაბიძემ თეთრი ფერის ფიგურებით პაულინ გიშარი 73-ე სვლაზე დაამარცხა და 8 ქულით, ოლივია კოლბასასთან ერთად, პირველ ადგილზეა.
ფინიშამდე ერთი ტურით ადრე ლიდერთა შვიდეულში სამი ქართველი მონაწილეა – მერი არაბიძე პირველობას ოლივია კოლბასასთან ერთად ინაწილებს, სალომე მელია III-IV ადგილებს სტავრულა ცოლაკიდუსთან ერთად იყოფს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი VII ადგილზეა.
დასკვნით გადამწყვეტ ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქეები არიან:
სალომე მელია – მერი არაბიძე;
პაულინ გიშარდი – ლელა ჯავახიშვილი;
კარინა ციფკა – ბელა ხოტენაშვილი