ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა გაიმართა
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა გაიმართა

ჩინეთში გაიმართა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის წილისყრა.

ტურნირში სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. ტრადიციულად, ისინი ორ ჯგუფში გაანაწილეს.

წითელი ჯგუფი: ეშლი ბარტი (ავსტრალია, 1), ნაომი ოსაკა (იაპონია, 3), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 6), ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია, 7).

იასამნისფერი ჯგუფი: კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი, 2), ბიანკა ანდრეესკუ (კანადა, 4), სიმონა ჰალეპი (რუმინეთი, 5), ელინა სვიტოლინა (უკრაინა, 8).

ნახევარფინალში ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო ჩოგბურთელი გავა. ჯგუფური ეტაპი 27 ოქტომბერს დაიწყება.