ქაბულში თალიბების მხრიდან სროლების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა
სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 41 დაშავდა ქაბულში, თალიბების მხრიდან სროლების შედეგად.
ორგანიზაციის წევრებმა პროვინცია პანჯშირის აღება სროლებით აღნიშნეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის თაობაზე.
„თალიბანის“ ხელმძღვანელობის მტკიცებით, ორგანიზაციის წევრებს, რომლებმაც ქალაქში სროლები მოაწყეს, იარაღი ჩამოერთმევათ და პასუხისგებაში მიეცემიან.