ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის იმამი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება დედაქალაქის გარეუბანში, შაკარ დარას რაიონში, მუსლიმთა პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ქაბულის პოლიციის პრესსპიკერმა, ფერდაუს ფარამარზმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები მეჩეთში იყო განთავსებული. ქვეყნის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.
აღსანიშნავია, რომ მუსლიმთა რამადან ბაირამის დღესასწაულზე ავღანეთის ხელისუფლებას და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის 13 მაისიდან სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმი მოქმედებს.