პაკისტანში, მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა
პაკისტანში, მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა

პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა, მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები, რომლებიც დილით მეჩეთში იყვნენ მისული. „როიტერის“ ცნობით, მეჩეთი პოლიციის ოფიცრების საცხოვრებელ კორპუსთან მდებარეობდა. აფეთქების მომენტში მეჩეთში 260 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც მედია იუწყება, სავარაუდოდ, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველები.