ავღანეთის დედაქალაქში ავტობუსის აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ათი ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტობუსს ადმინისტრაციული რეფორმებისა და სამოქალქო მომსახურების კომისიის თანამშრომლები გადაჰყავდა, როდესაც აფეთქება მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ქაბულში აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ ისაუბრა.
2 ივნისს ქაბულში ავტობუსი ააფეთქეს, რომლითაც სტუდენტები მგზავრობდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 24 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.