პენტაგონი - ავღანეთის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 15 დაიჭრა
პენტაგონი - ავღანეთის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 15 დაიჭრა

ავღანეთის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 15 დაიჭრა, – ამის შესახებ განცხადება პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, კენეთ მაკკენზიმ გააკეთა.

„დღეს რთული დღეა“,- განაცხადა მაკკენზიმ.

მისივე თქმით, აეროპორტთან აფეთქებები ორმა თვითმკვლელმა მოაწყო, რასაც მოჰყვა სროლა.

ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში აფეთქებები მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები და მათი მოკავშირეები ქვეყნიდან უცხოელი მოქალაქეებისა და ავღანელების ნაწილის ევაკუაციას ახორციელებდნენ. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 140.