ქაბულში აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 93-ზე მეტი ადამიანი
ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 93-ზე მეტი ადამიანი. მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაშავებულთა შორის 24 ბავშვია.
როგორც სააგენტო Reuters-ი ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, აფეთქება ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მწვანე დასახლებაში მოხდა, სადაც რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის ოფისი მდებარეობს. პოლიციის ცნობით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.