ქაბულში აფეთქებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 20 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ერთ-ერთი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის იმ რაიონში მოხდა, სადაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობები და საელჩოებია განლაგებული. უკვე ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჟურნალისტია.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყვეს.