ბრიუსელში კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუიჩდემონისა და ყოფილი მთავრობის ოთხი წევრის სასამართლო პროცესი დასრულდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იტყობინება, პროცესზე კატალონიის ყოფილი მთავრობის ლიდერისა და ყოფილი მინისტრების ესპანეთში ექსტრადიციის საქმე განიხილეს. საბოლოო გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ სასამართლო 14 დეკემბერს გამოიტანს.
დღესვე, მადრიდში სასამართლოს გადაწყვეტილებით, კატალონიის ყოფილი ხელისუფლების 6 წევრი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კატალონიის ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.