პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს ექვსი ახალი წევრი აირჩია
პროკურორთა კონფერენციამ დღეს საპროკურორო საბჭოს ექვსი ახალი პროკურორი წევრი ფარული კენჭისყრით აირჩია.
საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ: ამირან გულუაშვილი, გვანცა გვიმრაძე, ირაკლი გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ნარინდოშვილი, მერაბ ჯერანაშვილი და ილია ჯანაშია.
საპროკურორო საბჭოს სულ 12 წევრი ჰყავს, მათ შორის რვა პროკურორი. პროკურორთა რიგით მესამე კონფერენციამ დღეს საპროკურორო საბჭოს ექვსი წევრის არჩევნები იმ მიზნით ჩაატარა, რომ სწორედ ექვს პროკურორს ეწურებოდა საბჭოში მუშაობის ვადა.
კენჭისყრაში 461 პროკურორი მონაწილეობდა.