პროკურორი - მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია
პროკურორი - მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილზე არანაირი მაიდენტიფიცირებული ნიშანი არ არსებობს, – ამის შესახებ  თბილისის  საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის დაკითხვის შემდეგ პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განცხადა.

„წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს”, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, როგორც საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე წერილის ასლი წარადგინა და ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.