პროკურორი - დათა ახალაია არ არის კლასიკური მოწმე, რადგან ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე აქვს ბრალი წაყენებული
ამ პროცესს ვერ ვაქცევთ ბრალდებულ დათა ახალაის დაკითხვის საქმედ, ეს სააკაშვილის ბრალდების საქმის მოწმეა, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მას შემდეგ, რაც პროკურორმა ახალაიას ჰკითხა, იყო თუ არა ის ნამყოფი ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიაზე მელნიკოვთან, გერონტი ალანაიასთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არ არის ნამყოფი.
სწორედ ეს კითხვა გახდა ადვოკატის პროტესტის მიზეზი. მან განმარტა, რომ ახალაიას აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. პროკურ ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით კი, ახალაია არ არის კლასიკური მოწმე.
“ეს არ არის კლასიკური მოწმე. ეს არის მოწმე, რომელსაც ამავე საქმეში ცალკე ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. მე მაქვს კითხვის დასმის უფლება, ამას გარდა ვეთანხმები მხარეს იმაში, რომ მოწმეს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ“,- განაცხადა პროკურომა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.
დაკითხვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე