პროკურორი - დაცვის პოზიცია არის დაუსაბუთებელი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არის მობილიზებული
დაცვის პოზიცია არის დაუსაბუთებელი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არ არის მობილიზებული, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.
როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ნებისმიერი შუამდგომლობა სამართლებრივი მოცემულობა არის, რომ დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით.
„ჰიპოთეტურ დაშვებეზე დაფუძნებული შუამდგომლობა არ და ვერ იქნებ პროცესის მიზნებთან შესაბამისობაში. დაცვის პოზიცია არის დაუსაბთებელი, ზედმეტად ჰოპოთეტური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არ არის მობილიზებული. ამიტომ გადაჭრით არ შეიძლება ამის თქმა, რომ პარტიის ოფისთან არიან პოლიციელები მობილიზებული, როცა ეს ასე არ არის. დაცვის პოზიცია ყოველთვის გადის უპატივცემულობაზე დარღვევის კონტექსტში ბრალდებულის ქმედებასთან. ნებისმიერი შუამდგომლობა სამართლებრივი მოცემულობა არის, რომ დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით. ჰიპოთეტურ დაშვებებზე დაფუძნებული შუამდგომლობა არ და ვერ იქნებ პროცესის მიზნებთან შესაბამისობაში. ზედმეტად დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, მით უმეტეს იმაზე, რაზეც ამბობენ, რომ კონკრეტული პარტიის ოფისთან არის გარკვეული პოლიციელი ძალები. გადამოწმდა ეს ინფორმაცია ჩემ მიერ და ეს ასე არ არის. არც ერთ კონკრეტულ პარტიის ოფისთან არ არის პოლიცია მობილიზებული. დაუსაბუთებელია ეს და არ უნდა დააკმაყოფილოთ“, – განაცხადა პროკურორმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატის განცხდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.