ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ 
ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ, აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დატოვე კომენტარი