შსს - მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან, დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება
შსს - მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან, დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება

შსს-ში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.

„ახლოს მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდებიან თანამშრომლები, დღეს განსაკუთრებული იმ ბაზაზე არაფერი ხდება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შსს-ში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.