პროკურატურა - მარნეულის ინციდენტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვის მიმართ, დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი
პროკურატურა - მარნეულის ინციდენტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვის მიმართ, დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი

პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლების მიერ, ქალაქ მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, – ამის შესახებ რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

„პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლების მიერ, ქალაქ მარნეულში მოქალაქის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ-ს მიმართ“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოდაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები.